ხვეული თმის დუო

ხვეული თმის დუო

გასაყიდი ფასი  50.00 GEL ჩვეულებრივი ფასი  58.00 GEL
Translation missing: ka.accessibility.skip_to_product_info
ხვეული თმის დუო

ხვეული თმის დუო

მკვებავი ზეთების და ბოტანიკური ექსტრაქტების მიქსი
250 მლ + 250 მლ

დაზიანებული, მშრალი და ურჩი თმის ეფექტური მოგვარება! ორივე ერთად უკეთესია

გასაყიდი ფასი  50.00 GEL ჩვეულებრივი ფასი  58.00 GEL
შემადგენლობა

კარაქი

Aqua, Glycerin, Glyceryl Stearate, Petrolatum, Behentrimonium Chloride, Cetearyl Alcohol, Cetyl Alcohol, Cocos Nucifera Oil, Persea Gratissima Oil, Butylene Glycol, Tocopheryl Acetate, Butyrospermum Parkii Oil, Olea Europaea Fruit Oil, Linum Usitatissimum Seed Oil, Prunus Amygdalus Dulcis Oil, Saccharide Isomerate, Argania Spinosa Kernel Oil, Simmondsia Chinensis Seed Oil, Hibiscus Sabdariffa Flower Extract, Panthenol, Arctium Lappa Fruit Extract, Ricinus Communis Seed Oil, Urtica Dioica Leaf Extract, Rosmarinus Officinalis Flower/leaf/stem Extract, Aloe Barbadensis Leaf Extract, Sodium Hyaluronate, Panax Ginseng Extract, Cananga Odorata Flower Oil, Parfum, Ceteareth-20, Ceteareth-12, Cetyl Palmitate, Citric Acid, Sodium Citrate, Phenoxyethanol, Ethylhexylglycerin, Limonene, Linalool, Citronellol, Hydroxycitronellal, Citral

ნიღაბი

Aqua, Cetrimonium Chloride, Cetyl Alcohol, Cetearyl Alcohol, PEG-40/PPG-8 Methylaminopropyl/Hydroxypropyl Dimethicone Copolymer, Glyceryl Stearate, Propylene Glycol, Isopropyl Myristate, Polyquaternium-7, Butyrospermum Parkii Butter, Helianthus Annuus Seed Oil, Ceteareth-20, Olea Europaea Oil, Mangifera Indica Seed Butter, Ricinus Communis Seed Oil, Parfum, Egg Yolk Extract, Hibiscus Sabdariffa Flower Extract, Ceteareth-12, Cetyl Palmitate, Yeast Extract, Honey Extract, Panthenol, Propolis Extract, Phenoxyethanol, Ethylhexylglycerin, Limonene, Linalool, Citronellol, Hydroxycitronellal, Citral.

მიწოდების პირობები

თბილისი- 4ლ - 1-3 დღე
რეგიონის ქალაქები- 6ლ - 2-5 დღე
სოფლები, დაბა- 8ლ - 3-5 დღე

კურიერები ამანათს აწვდიან შენობასთან. გთხოვთ მიუთითოთ აქტიური ტელეფონის ნომერი და მეილი.

ვისთვისაა განკუთვნილი?

ხვეული, ტალღოვანი, ბიო დახვეული, შეღებილი, დაზიანებული, სქელი თმისთვის

როგორ მოქმედებს?

ნიღაბში არსებული მკვებავი ზეთები აქტივირდება სითბოსთან ერთად, ღრმად აღწევს თმის ღერში და აძლიერებს მის სრუქტურას. კარაქში არსებული ზეთები და ბოტანიკური ექსტრაქტები ღრმად კვებავს თმის ღერს და იცავს მომავალში ტენიანობის დაკარგვისგან.
დროში გამოცდილი და მეცნიერულად დადასტურებული ინგრედიენტების მიქსი

8 მკვებავი ზეთი და 7 ბოტანიკური ექსტრაქტი კარაქში

არგანი, ჟოჟობა, ნუში, ავოკადო, ქოქოსი, ზეითუნი, აბუსალათინი, სელი, შია


8 მძლავრი კომპონენტი ნიღაბში

შიის კარაქი, აბუსალათინის ზეთი, ზეითუნის ზეთი, კვერცხის გული, პროპოლისი, კარკადეს ექსტრაქტი


როგორ გამოვიყენო კარაქი?

დაბანის შემდეგ, ძალიან სველ თმაზე დაიტანე მცირე რაოდენობის თმის კარაქი და ჩამოივარცხნე.

თუ ძალიან მშრალი ან სქელი თმა გაქვს გამოიყენე ოდნავ მეტი რაოდენობით

სურვილისამებრ გამოიყენე ფიქსაციის საშუალებები- მუსი, გელი და აშ.

არ საჭიროებს ჩამობანას.

თხელი და სწორი თმისთვის?

წინასწარი გამოკვება (Pre-poo)

წაისვით მშრალ თმაზე დაბანამდე 30 წუთით ადრე, შემდეგ კი შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ. ეს საუკეთესოა, თუ გეშინიათ, რომ თმა დაგიმძიმდებათ.

როგორ გამოვიყენო ნიღაბი ძლიერ დაზიანებული, მშრალი, ხვეული და ტალღოვანი თმისთვის?

1. შამპუნით დაბანის შემდეგ, ჯერ ისევ სველ თმაზე გულუხვად დაიტანე კადოს ნიღაბი.

2. ჩამოივარცხნე თმა სველი
თმის სავარცხლით, რათა
თითოეულ ღერზე
გადანაწილდეს პროდუქტი.

3. აუცილებლად შეიხვიე თმა ცელოფნის შხაპის ქუდით და
თბილი პირსახოცით.

4. გაიჩერე 25-30 წუთი სანამ ნიღაბი თმას ღრმად დაატენიანებს და აღადგენს.

5. ჩამოიბანე და დაიტანე კარკადე თმის კარაქი, ხვეული და ტალღოვანი თმისთვის.

6. გამოიყენე კვირაში 1-2 ჯერ

როგორ გამოვიყენო ნიღაბი ყოველდღიურად?

1. შამპუნით დაბანის შემდეგ, გულუხვად დაიტანე თმაზე კადოს ნიღაბი. მოარიდე სკალპს.

2.ჩამოივარცხნე თმა სველი თმის სავარცხლით, რათა თითოეულ ღერზე გადანაწილდეს პროდუქტი.

3. გაიჩერე 1-2 წუთი ან ჩამოიბანეთ მაშინვე.

4. გამოიყენე ყოველი დაბანის დროს

ხშირად დასმული კითხვები

კვირაში რამდენჯერ შეიძლება გამოყენება?

კარაქის გამოყენება შესაძლებელია ყოველი დაბანის შემდეგ.

სკალპზე შეიძლება წასმა?

არ წაისვათ თმის კარაქი სკალპზე (თავის კანზე)
კარაქი ძალიან სქელია და დაახშობს ფორებს, რაც გამოიწვევს ცხიმიანობას ან ქერტლს. წაისვით მხოლოდ თმის სიგრძეზე, ყურების დონიდან დაბლა.

ამძიმებს კარაქი თმას?

თმის კარაქი მკვებავი ზეთების მაღალკონცენტრირებული ფორმულაა, ამიტომ სასურველი შედეგი პირდაპირ დამოკიდებულია მის რაოდენობაზე.

თუ ჰაეროვანი ეფექტი გსურთ, მცირე რაოდენობა სველ თმაზე გადაინაწილეთ და ჩამოივარცხნეთ. ხოლო თუ თმის დამძიმება და უფრო ინტენსიური კვება გჭირდებათ, შეგიძლიათ პროდუქტის დოზა გაზარდოთ.

აფიქსირებს კარაქი ხვეულ თმას?

თმის კარაქს აქვს მკვებავი და დამატენიანებელი მოქმედება. ის არ აფიქსირებს ხვეულებს, თუმცა მათთან ერთად იდეალურად გამოიყენება რუტინაში.

შეიძლება კარაქის გამოყენება ბავშვებისთვის?

დიახ, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გრძელი, ხვეული ან ძალიან აბურდული თმა აქვთ, კარაქი საუკეთესო დამხმარეა დავარცხნის პროცესის გასაადვილებლად.

აუცილებელია კარაქის შემდეგ დავარცხნა?

კადოსგან რეკომენდირებულია კარაქის შემდეგ თმის დავარცხნა. ასე უკეთ გადანაწილდება კარაქი თითოეულ ღერზე და თმა იქნება ჯანსაღი და მსუბუქი.

როგორ მოქმედებს გრძელვადიანად?

ჩვენი თმის კარაქის შემადგენლობა ფორმულირებულია სილიკონის გარეშე. ზეთები და ბოტანიკური ექსტრაქტები თმის ღერს კვებავენ და ატენიანებენ. ყოველ გამოყენებაზე კი ეფექტი უმჯობესდება.

პროდუქტზე ფოლგა არ არის დაწებებული?

ჩვენი ქარხანა ფოლგას თერმულად ან წებოს საშუალებით არ აკრავს შეფუთვას. მისი დანიშნულებაა ტრანსპორტირებისას დაიცვას პროდუქტი დაღვრისგან. ამ დანიშნულებას კი იდეალურად ასრულებს ფოლგა.