თანხის დაბრუნების პოლიტიკა
შეკვეთის გაუქმება /თანხის დაბრუნება/ანაზღაურება
შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის განთავსებიდან 12 საათში. თანხის დაბრუნება/ ანაზღაურება ხორციელდება შეკვეთის განხორციელების თავდაპირველი თარიღიდან 5 დღის ფარგლებში.
პროდუქტის მიღების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია მომდევნო 12 საათის განმავლობაში მიმართოს Cadeau-ს და მოითხოვოს პროდუქტის დაბრუნება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების თაობაზე წარმოდგენილ მოთხოვნას Cadeau არ განიხილავს და შესაბამისად პროდუქტი არ ექვემდებარება დაბრუნებას.
მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს Cadeau-სათვის წესებსა და პირობებში მითითებულ საკონტაქტო/საკომუნიკაციო არხების საშუალებით და მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: შეკვეთის ნომერი, შეკვეთაში შემავალი პროდუქტების სია, დაბრუნების მიზეზი და Cadeau-ს მოთხოვნის შემთხვევაში, პროდუქტის არსებული ფოტო-ვიდეო მასალა.
პროდუქტის Cadeau-სათვის უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება შემდეგი გარემობები:
ა) მომხმარებელისათვის მიწოდებული იქნა, მის მიერ შეკვეთილისგან განსხვავებული პროდუქტი;
ბ) მომხმარებლისათვის მიწოდებული პროდუქტი აშკარად არ შეესაბამება Cadeau-ის პლატფორმაზე მითითებულ აღწერილობას;
გ) მომხმარებელისათვის მიწოდებული პროდუქტს აღმოაჩნდა ნაკლი;
დ) მომხმარებლისათვის პროდუქტის მიწოდები/მიტანის ვადა დარღვეული იქნა;