როგორ მოქმედებს?
ჩვენი ნიღაბი 8 მძლავრ კომპონენტს აერთიანებს. აი, ჩვენი ორი ფავორიტი ინტენსიური დატენიანებისთვის
მანგოს კარაქი
ავსებს დაზიანებულ ადგილებს და თმას უფრო ელასტიურს ხდის.
საოცრად არბილებს მშრალ და უხეშ ბოლოებს.
თაფლი
თაფლი თმისთვის ნამდვილი „სუპერპროდუქტია“, რადგან ის ბუნებრივი დამატენიანებელია, რომელიც ჰაერიდან ტენიანობას იწოვს და პირდაპირ თმის ღერში აკავებს.
ნიღაბში ასევე შედის: შიის კარაქი, აბუსალათინის ზეთი, ზეითუნის ზეთი, კვერცხის გული, პროპოლისი, კარკადეს ექსტრაქტი
როგორ გამოვიყენო ძლიერ დაზიანებული, მშრალი, ხვეული და ტალღოვანი თმისთვის?
1. შამპუნით დაბანის შემდეგ, ჯერ ისევ სველ თმაზე გულუხვად დაიტანე კადოს ნიღაბი.
2. ჩამოივარცხნე თმა სველი
თმის სავარცხლით, რათა
თითოეულ ღერზე
გადანაწილდეს პროდუქტი.
3. აუცილებლად შეიხვიე თმა ცელოფნის შხაპის ქუდით და
თბილი პირსახოცით.
4. გაიჩერე 25-30 წუთი სანამ ნიღაბი თმას ღრმად დაატენიანებს და აღადგენს.
5. ჩამოიბანე და დაიტანე კარკადე თმის კარაქი, ხვეული და ტალღოვანი თმისთვის.
6. გამოიყენე კვირაში 1-2 ჯერ
როგორ გამოვიყენო ყოველდღიურად?
1. შამპუნით დაბანის შემდეგ, გულუხვად დაიტანე თმაზე კადოს ნიღაბი. მოარიდე სკალპს.
2.ჩამოივარცხნე თმა სველი თმის სავარცხლით, რათა თითოეულ ღერზე გადანაწილდეს პროდუქტი.
3. გაიჩერე 1-2 წუთი ან ჩამოიბანეთ მაშინვე.
4. გამოიყენე ყოველი დაბანის დროს